ალიგიერი (Aligieri) მიქელ დე, XV ს-ის შუახანების დიპლომატი.
დანტე ალიგიერის შთამომავალი. ტრაპიზონის უკანასკნელი იმპერატორის – დავით დიდი კომნენოსის ელჩი, ანტიოსმალური კოალიციის (იხ. ანტიოსმალური კოალიციები XV–XVII სს-ში) აქტიური მონაწილე.
ინტენსიური დიპლ. ურთიერთობა ჰქონდა ქართული სამეფო-სამთავროების მიერ დას. ევროპაში წარგზავნილ ქართველ ელჩებთან.
ლიტ.: პ ა ი ჭ ა ძ ე დ. ევროპის ქვეყნების ანტიოსმალური კოალიცია და საქართველო XV საუკუნის 60-იან წლებში, თბ., 1989.