ალიზი

ალიზი, საშენი მასალა, გამოუწვავი, მზეზე გამშრალი აგური, დამზადებული თიხნარი მიწისგან, რ-საც გასამჭლევებლად ორგ. ან არაორგ. მინარევებს (დაკეპილი თივა, ნამჯა, მსხვილმარცვლოვანი ქვიშა და სხვ.) უმატებენ.

ამზადებენ ხელით ან ყალიბით. ა. უძველესი საშენი მასალაა. ახალი ქვის ხანიდან განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, კერძოდ საქართველოში. ხალხ. მშენებლობაში მას დღესაც იყენებენ. ა-ის მოყვანილობა და ზომა ადგილისა და დროის მიხედვით იცვლებოდა. ჩვეულებრივის (პარალელეპიპედური) გარდა, ცნობილია კვადრატული, ლეკალური (მოხრილი), პლანოკონვექსური (ძირბრტყელი, ამოზურგული) და სხვა მოყვანილობისა.

ა. ჯავახიშვილი