ალილუია, ალელუია (ძვ. ებრ. ჰალელუია – აქებდეთ უფალს), იუდაიზმში უფლის სახოტბო შეძახილი, ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში საზეიმო საგალობელი ან მისი მისამღერი.
სხვადასხვა ლოცვის ბოლოს დასართავი სიტყვა (ზოგ ლოცვას დაერთვის სამჯერ, ზოგს – შვიდჯერ და მეტჯერაც). ქართ. ეკლესიაში იხმარება ძვ. დროიდან. როგორც სასიმღერო ტიპი, გავრცელებულია პროფესიულ (კლასიკურ და თანამედროვე) მუსიკაში.