ალიმონაკი ლერი ალექსანდრეს ძე (დ. 17. X. 1940, ქუთაისი), კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე.
დაამთავრა თბილ. სას.-სამ. ინ-ტის საინჟინრო-ტექნოლ. ფაკ-ტი (1966). 1973-იდან მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტ. ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის უფროსი მეცნ.-რედაქტორია. პირველი წერილი სიმღერა “სულიკოს“ ავტორზე, ვარინკა წერეთელზე, 1965 გამოაქვეყნა გაზ. „ქუთაისში“, პირველი წიგნი „ვარინკა წერეთელი“ – 1970, 1990. ა-ს ეკუთვნის წიგნები: „ლიტერატურული წერილები“ (1974), „ლიტერატურა და ცხოვრება“ (1979), ლექსების წიგნი „ჟამი სიჩუმისა“ (1989). განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ტერენტი გრანელის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევაში; შეადგინა, წინასიტყვაობა დაურთო და გამოსცა მისი რჩეული ლექსების ერთტომეული (1979), დაწერა ბიოგრ. რომანი „კვირის წირვები ანუ ცხოვრება ტერენტი გრანელისა“ (1988–1990), „ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია“ (მოგონებები და წერილები ტ. გრანელზე, 1983), აღსანიშნავია წიგნები: „სანთლის შუქზე მონაწერი“ (2001), ელიაზარის დაბრუნება“ (ნიკო ფიროსმანის ცხოვრება, 2007, 2015). თარგმნა ლაო-ძის უძველესი ჩინ. ფილოს.-რელიგ. თხზ. „დაო დე ძინი“ (1983, ი. მაჩაბლის სახელობის პრემია, 2017), „უპანიშადები“– ძვ. ინდური რელიგ. ფილოს. ხასიათის ტრაქტატები (1995, 2014).
მინიჭებული აქვს ილია ჭავჭავაძისა და ტერენტი გრანელის სახ. პრემიები (2014).
ლიტ.: ნაფეხურები: ლერი ალიმონაკი - 80, თბ., 2020.