„ალი-ფაშა“

„ალი-ფაშა“, ქართული ხალხური (გურული) სიმღერა. პოლიფონიური საგუნდო შემოქმედების კლასიკური ნიმუში; ახასიათებს ფართოდ განვითარებული მელოდია, მდიდარი რიტმი, სამივე ხმის კონტრაპუნქტული მოძრაობის რთული ტექნიკა. სიმღერაში ასახულია ალი-ფაშას (თავდგირიძის) ღალატის ამბავი, 1877–78 რუს.-ოსმ. ომის ერთი ეპიზოდი. ალი-ფაშა რეალური პიროვნება იყო, ყირიმის ომის შემდეგ ქობულეთის ფაშობა მიიღო და ოსმალეთის მხარეს იბრძოდა. სიმღერას ერთი გარკვეული ტექსტი არა აქვს. ზოგ ვარიანტში არეულია ისტ. ფაქტები.

გ. ჩხიკვაძე