ალიხანოვი კონსტანტინე მიხეილის ძე

ალიხანოვი კონსტანტინე მიხეილის ძე (1848, თბილისი, – 1931, იქვე), მუსიკალური მოღვაწე, პიანისტი, პედაგოგი.

1868 დაამთავრა თბილ. პირველი გიმნაზია. ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობდა თბილისში, ე. ეფშტეინთან. 1875 ჩაირიცხა პეტერბ. კონსერვატორიაში (თ. ლეშეტიცკის საფორტეპიანო კლასი). 1872–74 მონაწილეობდა „კავკასიის სამუსიკო საზოგადოების“ კონცერტებში. 1874 ხ. სავანელთან და ა. მიზანდართან ერთად დააარსა თბილ. სამუსიკო (საგუნდო) კლასები, რითაც საფუძველი ჩაეყარა პროფ. სამუსიკო განათლებას საქართველოში (და ამიერკავკასიაშიც). 1876-იდან კლასების ბაზაზე შეიქმნა სამუსიკო სკოლა, 1886 – სამუსიკო სასწავლებელი, 1917 – კონსერვატორია. 1883-იდან ა. რუს. სამუსიკო საზ-ბის თბილ. განყ-ბის დირექტორი იყო.