„ალმანახი“

„ალმანახი“, პირველი ქართული ლიტერატურული ალმანახი. შეადგინა გ. თუმანიშვილმა. გამოვიდა 2 კრებული 1878–79 თბილისში. გამომცემელი – გ. ჩარკვიანი. „ა-ში“ დაიბეჭდა ა. ჭავჭავაძის, მ. თუმანიშვილის ლექსები, ჯ. ბაირონის, ჟ. ბ. მოლიერის, პ. ბერანჟეს, ა. პუშკინის  ნაწარმოებთა თარგმანები, მიმოხილვითი სტატიები ქართ. ლიტ-რის, აგრეთვე პერიოდიკის შესახებ და სხვ.