ალოევსი (Alōeus), ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი, ჰელიოსისა და ანტიოპეს ძე, აიეტის ძმა, ეპოპევსის მამა.
ჰელიოსმა აიეტს ეფირა, ხოლო ა-ს ასოპოსის მხარე გაუნაწილა. აიეტმა კოლხეთში წასვლის შემდეგ ბუნოსს დაუტოვა ეფირა, ამ უკანასკნელის სიკვდილის შემდგომ კი მისი გამგებელი ეპოპევსი გახდა (პავსანია, II, 1, 1; ევმელე II, 3,8).
რ. გორდეზიანი