ალპური ბაზი

ალპური ბაზი (Bombus alpigenus), ბუდის მშენებელი საზოგადოებრივი მწერი ფუტკრისებრთა ოჯახისა.

კავკ. ენდემური სახეობაა. გვხვდება მაღალმთიან მდელოებზე და სუბალპ. ნათელ ტყეებში. საქართველოში გავრცელებულია: დიდ კავკასიონზე (აფხაზეთი, სვანეთი, რაჭა, ლეჩხუმი, ყაზბეგი, ხევსურეთი, ლაგოდეხის ნაკრძალი), მცირე კავკასიონზე (ბორჯომის ნაკრძალი) და ახალქალაქის ზეგანზე. საქართველოს გარეთ – დაღესტანსა და სომხ. მთიანეთში. მისი სხეულის სიგრძე 2,5 სმ აღწევს. შეფერილობაში ჭარბობს ზოლებად დაყოლებული შავი და თეთრი ბუსუსები. ამტვერიანებს ტუჩოსნების, რთულყვავილოვნების, პარკოსნების, ლაშქარასებრთა და ვარდისებრთა ოჯახის მცენარეებს.

იხ. აგრეთვე სტ. ბაზი.

ი. სხირტლაძე