ალშიბაია გრიგოლ კონსტანტინეს ძე

ალშიბაია გრიგოლ კონსტანტინეს ძე (1881–1957 ), პოლიტიკურ მოღვაწე, ექიმი, დიპლომატი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1920–21 იყო საბჭ. აზერბაიჯანში საქართველოს დიპლ. წარმომადგენელი. 1921-იდან ემიგრაციაში წავიდა.

ბეჭდავდა წერილებს ემიგრაციულ გაზეთში „დამოუკიდებელ საქართველო“ (გამოდიოდა პარიზში 1926-39). II მსოფლიო ომის დროს გერმანელების მიერ ვარშავის დაკავების შემდეგ აქ დაარსებული კავკასიის კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა, 1943 სამხ. და ტყვეთა საკითხების მოსაგვარებლად საკავშირო შტაბი დაარსდა, შტაბის ორგანიზებით 1944 წ. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად დღესასწაული ჩატარდა.

II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ა. საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.

ლიტ.: დ ა უ შ ვ ი ლ ი  რ., 8 ეპიზოდი ქართულ-გერმანული ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 2014; მ ი ს ი ვ ე ქართული ემიგრაცია ამერიკაში“, თბ., 2014.

დ. შველიძე