ალხაზაშვილი გიორგი მიხეილის ძე

ალხაზაშვილი გიორგი მიხეილის ძე (15. VIII. 1915, ქუთაისი, – 10. VII. 1980, მოსკოვი), ქიმიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1970) ლენინური პრემიის ლაურეატი (1966).

დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტის ქიმ.-ტექნოლ. ფაკ-ტი (1939) და გოროხოვეცის სამხ. აკადემია (1950). 1941–45 მოქმედ არმიაში იყო ბრიგადის, შემდეგ დივიზიის ქიმ. სამსახურის უფროსი; 1945–53 იყო მთავარსამთომშენის მეცნიერი თანამშრომელი, 1953-იდან – სრულიად საკავშ. ქიმ. ტექნოლ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის უფროს მეცნიერი თანამშრომლი, 1961–71 – ლაბორ. ხელმძღვანელი, 1971-იდან გარდაცვალებამდე – განყ-ბის უფროსი. სათავეში ედგა იშვიათი და რადიოაქტ. ლითონების გამოყენების ახ. ტექნოლ. ათვისების მნიშვნელოვან სამუშაოებს. ყოფ. სსრკ რ-ნებსა და აღმ. ევროპის ქვეყნებში უშუალოდ ხელმძღვანელობდა კომპლ. წიაღისეულის გადამუშავებისა და ათვისების მსხვილ საწარმოთა დაპროექტებასა და ამოქმედებას. ა-მა შექმნა მძლავრი ნედლეულის (კერძოდ ურანის) ბაზა და მისი გადამუშავების ტექნოლოგია (ლენინური პრემია). მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის რთული ფოსფორიანი სასუქების, მოლიბდენის, სკანდიუმისა და სხვა ძვირფასი ლითონების მასალების დამზადების ტექნოლ. განვითარებაში.

მიღებული აქვს სახელმწ., მ. შ. საბრძოლო ჯილდოები.

ნ. ალხაზაშვილი