ალხაზიშვილი შალვა ილიას ძე (27. III. 1899, თბილისი, – 19. VI. 1980, იქვე), მწერალი, კრიტიკოსი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1967).
1917 დაამთავრა გორის კლასიკური გიმნაზია და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ახალქალაქში. 1918 შევიდა თბილ. სახელმწ. უნ-ტის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტზე. 1924 „ფუტურისტ-ლეფელების“ ჯგუფის წევრი გახდა. ლიტ-რის და ხელოვნ. საკითხებზე წერილებს აქვეყნებდა პრესაში (ჟურნ-ებში: „ლიტერატურა და სხვა“, „მნათობი“, „მემარცხენეობა“, „საბჭოთა ხელოვნება“). მუშაობდა წითელი არმიის ქართ. დივიზიის პოლიტ. განყ-ბაში კულტმუშაკად, სახკინმრეწვში, ხელოვნ. სამმართველოში, ჟურნ. „საბჭოთა ხელოვნებისა“ და „მნათობის“ რედაქციებში. ა. კინოფილმების „საბა“ (1928, რეჟ. მ. ჭიაურელი) და „საკანი 79“ (1932, რეჟ. შ. ბერიშვილი) სცენარების თანაავტორია.