ამანაუზი, მწვერვალები გულრიფშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე:
1. მთავარი ა., სიმაღლე 3757 მ. აღმართულია ქედის ჩრდ. მხარეს, მდ. ამანაუზის სათავეში.
2. სამხრეთი ა., სიმაღლე 3692 მ. მდებარეობს ქედის სამხრ. მხარეს, მდ. აწაიშაწგარის (ჩხალთის მარცხ. შენაკადი) სათავეში. მწვერვალები აგებულია კამბრიულისწინა და ქვედაპალეოზოური კრისტ. ფიქლებით. მკაფიოდაა გამოხატული თანამედროვე გამყინვარება. მწვერვალებს შორის მოქცეულია ამანაუზის უღელტეხილი.
მ. უთმელიძე