ამანელისძენი

ამანელისძენი, XII–XIII სს. საქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალები, არგვეთის ერისთავთერისთავები.

მათი გვარისა იყო მეფე დავით VI-ის მეუღლე თამარი. როცა არგვეთის ერისთავობა ძვ. მფლობელთა (ბაღვაშთა) შთამომავლებმა კახაბერისძეებმა დაიბრუნეს, ა. დაკნინდნენ და XIII ს. შემდგომ საისტ. წყაროებში აღარ იხსენიებიან.

წყარო: დაწერილი თამარ დედოფლისა გელათისადმი, წგ.; ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, [ტ.] 1, თბ., 1984; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.

ნ. შოშიაშვილი