ამარტოლი, ამარტოლოსი (ბერძნ. Amartōlos – ცოდვილი), შუა საუკ. ბერ-მონაზვნების ზედსახელი.
ამ ეპითეტით ცნობილია რამდენიმე მოღვაწე ბიზანტიასა და საქართველოში (IX ს. ისტორიკოსი გიორგი ამარტოლი ბიზანტიაში, XIII ს. მოღვაწე არსენ ამარტოლი საქართველოში).
წყარო: ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897.
ს. ყაუხჩიშვილი