ამაღლობელი სერგო ივანეს ძე

ამაღლობელი სერგო ივანეს ძე [11. VII. 1898, სოფ. ამაღლება, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი – 13. II. 1938], თეატრალური მოღვაწე, კრიტიკოსი, დრამატურგი.

1920–24 სწავლობდა თსუ-ის იურიდ. და ეკონ. ფაკ-ტებზე. ამავე დროს მუშაობდა გაზ. „ტრიბუნაში“. 1924–28 ლექციებს კითხულობდა თსუ-სა და თბილ. კონსერვატორიაში. 1925 იყო თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრის დირექტორი, 1926–27 – სახკინმრეწვის დირექტორი, 1928–36 სათავეში ედგა მოსკ. სხვადასხვა შემოქმედებით დაწესებულებას. 1928–37 მოსკ. ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა ა-ის კრიტ. და თეორ. წერილები თეატრისა და კინოს შესახებ. რუს. ენაზე დაწერა რამდენიმე პიესა: „კარგი ცხოვრება“ (1934, დადგა მოსკ. მეორე სამხატვრო თეატრმა), „ჩემი ქვეყანა“ და სხვ. ა-ის მნიშვნელოვანი ნაშრომები: „თეატრისა და კინოს პრობლემები“ (1928); „ქართული თეატრი“ (1930); „დიდი ბრძოლების დრამატურგია“ (1933); „მცირე თეატრი“ (1935; ყველა რუს. ენაზე, მოსკოვი). რეპრესირებული, სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.

ლიტ.: ი ო ს ე ლ ი ა ნ ი  ჯ., სერგო ამაღლობელი, თბ., 1978.

დ. ჯანელიძე