ამბავი

ამბავი, ვისიმე თავგადასავალი, ვისიმე ცხოვრების აღწერა, მონათხრობი ვინმეს ან რამეს შესახებ; აგრეთვე მცირე ზომის თხრობითი ნაწარმოები (ნოველა, მოთხრობა).

ძვ. ქართ. მწერლობაში ა. ეპიკური ნაწარმოების ცალკე თავს, კარსაც აღნიშნავდა, მაგ., „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“ („ვეფხისტყაოსანი“). იხმარება სიუჟეტის, ფაბულის, თქმულების მნიშვნელობითაც.