ამბაზუკი, ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის (V ს. ბოლო – VI ს. დასაწყ.) ცნობით კასპიის (დარიალის) კარის მფლობელი. შთამომავლობით ჰუნი.
ა-მა ფულზე შესთავაზა ბიზანტიელებს კასპიის კარი, მაგრამ ანასტასიოს I-მა უარი თქვა მის შეძენაზე. კასპიის კარი ხელთ იგდო სპარსეთის მეფე კავადმა. ეს გახდა საბაბი ბიზანტიასა და ირანს შორის 502 დაწყებული ხანგრძლივი ომისა.
წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1965;
ლიტ.: გ ო ზ ა ლ ი შ ვ ი ლ ი გ., კასპიის კარი, «ენიმკის მოამბე», 1940, ტ. 5–6; გ ო ი ლ ა ძ ე ვ., 482–484 წლების ანტიირანული აჯანყება ქართლში. ამბაზუკის ჰუნები, «მაცნე», 2018, N 2.
გ. გოზალიშვილი