ამბროსაძე ალექსანდრე სერგის ძე (14. I. 1832, რუსეთი, - 25. VI. 1897, სანქტ-პეტერბურგი), რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1881), გენ. ნ. დ. ამბოსაძის შვილიშვილი.
იბრძოდა ყირიმის ომში (1853_56). 1862-იდან ფლიგელ-ადიუტანტი იყო, 1871 მიენიჭა იმპერატორის ამალის გენ.-მაიორის წოდება. მონაწილეობდა რუს.-ოსმ. (1877-78) ომში. 1880-იდან მეთაურობდა მე-10 კავალერიის დივიზიის I ბრიგადას. მინიჭებული ჰქონდა საიდუმლო მრჩევლის წოდება (1882).
მ. გოგიტიძე