ამიანე მარცელინუსი (Ammianus Marcellinus) (დაახლ. 330–400), რომაელი ისტორიკოსი, გვიანდ. ანტიკური ისტორიოგრაფიის წარმომადგენელი, ტომით ბერძენი.
მისი თხზულება „მომხდარ საქმეთა წიგნები“ ეხება რომის 96–378 ისტორიას და ტაციტუსის „ისტორიის“ გაგრძელებას წარმოადგენს. ა. მ-ს მეტად მნიშვნელოვანი, ხშირად უნიკალური ცნობები აქვს სამხრ. კავკასიის, კერძოდ საქართველოს შესახებ. საინტერესოა მისი აღწერილობა დას. საქართველოს (კოლხეთი-ლაზიკა), შავი ზღვის სამხრ.-აღმ. სანაპიროზე მოსახლე ტომებისა (კამარიტები, ლაზები, ხალიბები, მაკრონები და სხვ.). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ცნობები, რ-ებიც ა. მ-ის თანადროულ პოლიტ. ვითარებას ეხება, ვინაიდან იგი ამ მოვლენების თანამედროვეცაა და თანამონაწილეც (პირადად მონაწილეობდა სპარსეთის წინააღმდეგ ომში).
განსაკუთრებით ფასეულია მისი ცნობები იბერიის მეფე მერიბანიზე (მირიანი), იმაზე, თუ როგორ გაყვეს ირანელებმა იბერია სავრომაკსა (საურმაგს) და ასპაკურეს (ასფაგურს) შორის, რომის სამსახურში მყოფ ქართველებზე – ბარზიმერსსა და ბაკურ იბერიელზე.
ლიტ.: გ ა მ ყ რ ე ლ ი ძ ე ა., ამიანე მარცელინე და მისი ცნობები საქართველოს შესახებ, წგ.: გეორგიკა, ტ. 1, თბ., 1961.
ნ. ლომოური