ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი, შეიქმნა 1933 ამიერკავკასიის სამთო-ქიმიური ინსტიტუტის, საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტისა და ამიერკავკასიის ენერგეტიკული ინსტიტუტის შეერთების შედეგად.
1936 ეწოდა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, 1947 რეორგანიზებულ იქნა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტად, 1959 მას შეუერთდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი და ეწოდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1990-იდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.