ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების კონფერენციები

ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების კონფერენციები: I კონფერენცია (ამიერკავკასიის სამხარეო პარტიული თათბირი) ჩატარდა თბილისში.

1921 წ. 7 დეკ. მონაწილეობდნენ რკპ (ბ) ცკ-ის კავბიუროს წევრები, ამიერკავკ. რესპუბლიკების პარტ., კომკავშირული და პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პუბლ.: «Правда Грузии», 1921, 9–10 дек., № 233–234.

II კონფერენცია მიმდინარეობდა 1922 წ. 11–12 ნოემბ. თბილისში. ესწრებოდა 95 დელეგატი გადამწყვეტი და 18 – სათათბირო ხმით.

პუბლ.: Вторая партийная конференция коммунистических организаций Закавказья. Стеногр. Отчет, Тфл., 1922, с. 30.