ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტი

ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტი ბაქოს 26 კომისრის სახელობისა, პარტიული და საბჭოთა კადრების მოსამზადებელი პირველი უმაღლესი პარტიული სკოლა ამიერკავკასიაში.

დაარსდა თბილისში ამიერკავკ. სფსრ ცაკ-ისა და სახკომსაბჭოს 1923 წ. 2 თებ. დადგენილებით, საქართვ. პარტ. სკოლის და წითელარმიელთა სკოლების ბაზაზე. უნ-ტში შემსვლელთა დასახმარებლად მოეწყო ერთწლიანი მოსამზადებელი განყ-ბა, რ-იც 1923 ბოლოს დაიხურა ა. კ. უ-ში სწავლება ჯერ სამწლიანი იყო, შემდეგ – ოთხწლიანი ქართ., სომხ., აზერბ. და რუს. ენებზე. 1928 გაიხსნა საღამოს განყ-ბა. უნ-ტს ჰქონდა ასპირანტურაც. სხვადასხვა დროს აქ მუშაობდა პარტ., პროფკავშირული და სამეურნეო მუშაკთა გადასამზადებელი კურსები. საკ. კპ (ბ) ცკ-ის 1932 წ. 21 სექტ. დადგენილებით უნ-ტი გარდაიქმნა ამიერკავკ. უმაღლეს სას.-სამ. კომუნისტურ სკოლად, რ-ის ამოცანა იყო სოფ. მეურნ. ორგანიზატორების მომზადება. სკოლამ 1936-მდე იარსება.

ა. გუკასიანი