ამიერკავკასიის სამეანო ინსტიტუტი, საბებიო ინსტიტუტი.
1873 თბილისში გაიხსნა 12-საწოლიანი კერძო სამშობიარო სახლი, რ-იც 1875 გადაკეთდა ა. ს. ი-ად. სწავლება ფასიანი იყო (40 მან. წელიწადში) და 2 წელს გრძელდებოდა. იღებდნენ 16–30 წლის ასაკის ქალებს. კურსდამთავრებულებს ენიჭებოდათ ქალაქად ან სოფლად ბებიობის უფლება. ინ-ტთან არსებული სტაციონარი დახმარებას უწევდა მშობიარეებს.
პირველი გამოშვება ინ-ტს ჰქონდა 1878 (მოამზადა 28 ბებიაქალი). 1878–1921 ა. ს. ი. დაამთავრა 1349 ბებიაქალმა. ა. ს. ი-ის ბაზაზე დაარსდა მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
მ. შენგელია