ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტი

ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტი (ასკ), საკ. კპ (ბ) [1925-მდე რკპ (ბ)] ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტი, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის კომუნისტური პარტიების ხელმძღვანელი ორგანო.

შეიქმნა ამიერკავკ. კომუნისტური ორგანიზაციების I ყრილობაზე (1922 წ. 18–22 თებ.). ასკ-ის ბეჭდვითი ორგანოები იყო გაზეთები: „ზარია ვოსტოკა“, „მარტაკოჩი“ („ბრძოლის ხმა“, სომხ. ენაზე) და „ენი ფიქირი“ („ახალი აზრი“, აზერბ. ენაზე), ჟურნ. „ამიერკავკასიის ბოლშევიკი“ და „ამიერკავკასიის მშრომელი ქალი“, რ-ებიც ოთხ ენაზე გამოდიოდა. ამიერკავკ. პარტ. და საბჭ. კადრების მოსამზადებლად ასკ-მა თბილისში დააარსა ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტი. ასკ-ის არსებობის 15 წლის მანძილზე მოწვეულ იქნა ამიერკავკ. კომუნისტური ორგანიზაციების 7 ყრილობა, 2 კონფერენცია, ჩატარდა 51 პლენუმი, 200-მდე სამხარეო თათბირი პარტ. მშენებლობის, მრეწვ., სოფ. მეურნეობის, ტრანსპ. და კულტ. მშენებლობის საკითხებზე.

ასკ გაუქმდა 1937 აპრილში.

ა. გუკასიანი