ამიერკავკასიის ფილიალი სსრკ მეცნიერებათა აკადემიისა, დაარსდა თბილისში 1932 სსრკ მეცნ. აკად. კავკასიისმცოდნეობის ინსტიტუტის ბაზაზე.
ფილიალის თავ-რედ დაინიშნა აკად. ნ. მარი. თავდაპირველად ფილიალში 2 განყ-ბა იყო: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საზ. მეცნეიერებათა.
1932 ბაქოში გაიხსნა ფილიალის აზერბ. განყ-ბა, ხოლო 1933 თბილისში – საქართველოს განყ-ბა, რ-შიც 1933–35 ორგანიზაციულად გაერთიანებული იყო რამდენიმე სამეცნ.-კვლ. დაწესებულება. 1935 ამიერკავკ. რესპუბლიკებში შესაძლებელი გახდა სსრკ მეცნ. აკად. დამოუკიდებელი ფილიალების გახსნა (იხ. საქართველოს ფილიალი სსრკ მეცნიერებათა აკადემიისა), რ-თა ბაზაზე შემდგომ დაარსდა მეცნიერებათა აკადემია საქართველოში (1941), სომხ. მეცნ. აკადემია (1943) და აზერბ. მეცნ. აკადემია (1945).
ვ. ჯავრიშვილი