ამიერკავკასიის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტი, დაარსდა საქართველოს პოლიტექნიკური ინ-ტის სამთო-ქიმ. ფაკ-ტის ქიმ.-ტექნოლ. განყ-ბის ბაზაზე 1930 (საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის დაშლის შემდეგ).
სასწ. წლის დასაწყისში მუშაობდა 84 პროფესორ-მასწავლებელი, სწავლობდა 400-ზე მეტი სტუდენტი. 1931 აპრილიდან ინ-ტში გაიხსნა დაუსწრებელი სწავლების განყ-ბა; ამავე წლიდან სპეციალობები ორგანიზებულ იქნა მრეწვ. შემდეგი დარგების მიხედვით: ელექტროქიმია, ძირითადი ქიმ. მრეწვ., სილიკატური მრეწვ. პიროგენეტიკური პროცესები, კვების მრეწვ., ცხიმის მრეწვ. 1931 სექტ-იდან ინ-ტი შედის ამიერკავკ. ქიმ.-ტექნოლ. კომბინატის უწყებაში (ქიმ. ტექნიკუმსა და მუშფაკთან ერთად). 1932 ა. ქ.-ტ. ი-ისა და ამიერკავკ. სამთო-მეტალ. ინ-ტის შეერთების ბაზაზე შეიქმნა ამიერკავკასიის სამთო-ქიმიური ინსტიტუტი, რ-იც 1933 შევიდა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის შემადგენლობაში.