ამილახვარი ამირინდო ავთანდილის ძე (გ. II. 1772), ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე.
1735-იდან როგორც ამილახორი იყო ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი. მხარს უჭერდა თეიმურაზისა და ერეკლეს ქართლში გამეფებას. იმ დროის ქართლ-კახეთში პოლიტ. ვითარებათა ცვლილების გამო რამდენჯერმე დაკარგა ამილახორობა, მაგრამ საბოლოოდ დაიბრუნა იგი პაატა ბატონიშვილის შეთქმულების შემდეგ (1765). ააშენა ბერბუკის გალავანი, გაიყვანა სარწყავი არხი, შეაკეთა ციხესიმაგრეები.
ლიტ.: კარბელაშვილი პ., ამილახვართა საგვარეულოს ისტორიული გუჯრები, კრ.: ძველი საქართველო, ტ. 2, ტფ., 1913.
ლ. ტუხაშვილი