ამილახვარი (Амилахваров) გივი ივანეს ძე (25. V. 1874, თბილისი, — 15. XI. 1943, პარიზი), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1917, მიანიჭა რუსეთის დროებითმა მთავრობამ), გენ. ი. გ. ამილახვარის შვილიშვილი.
1892—96 სწავლობდა პაჟთა კორპუსში. როგორც კამერ-პაჟი, ესწრებოდა იმპ. ნიკოლოზ II-ის მეფედ კურთხევას მოსკოვში. მსახურობდა ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკში. 1902-იდან მეთაურობდა გორის 259-ე სარეზერვო პოლკს. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმ. (1877—78), რუსეთ-იაპ. (1904—05) ომებში. 1905-იდან იყო კავკ. სამხ. ოლქის სარდლის ადიუტანტი. 1913—14 მეთაურობდა სარდლის ბადრაგს, 1914—17 — დაღესტნის ცხენოსანთა მე-2 პოლკს. 1921 ემიგრაციაში წავიდა.
დაჯილდოებულია წმ. გიორგის, წმ. ანას, სპარსეთის ლომისა და მზის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, რუს. და უცხოეთის ჯილდოებით.
წყარო: Дворянские роды Российской Империи, Т.4 М., 1998.
ლიტ.: დ ო ლ ი ძ ე ლ., გენერლები საქართველოდან, თბ.,2003.
მ. გოგიტიძე