ამილახვარი გივი იოთამის ძე (გ. 1700), საამილახვროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშოს მეთაური და გორის მოურავი (1656–96). ვახტანგ V-ისა და არჩილ II-ის პოლიტიკის მიმდევარი. 1688 აქტ. მონაწილეობა მიიღო გიორგი XI-ის აჯანყებაში სპარსელების წინააღმდეგ. აჯანყების დამარცხების შემდეგ თავი შეაფარა რაჭას.
გარდაიცვალა იქვე.
მ. ქიქოძე