ამილახვარი რევაზ ოთარის ძე

ამილახვარი რევაზ ოთარის ძე, აღმ. საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე XVIII ს. შუა წლებში.

მონაწილეობდა გივი ამილახვრის აჯანყებაში სპარსელთა წინააღმდეგ. 1744-იდან თეიმურაზ II-ის მხარეზე გადავიდა. 1750 დანიშნეს თბილ. ციხისთავად (მინბაშად), 1754 – ქართლის ნაიბად. 1772 ამილახორობა მიიღო. დაკავშირებული იყო ერეკლე II-ის ოჯახთან – მისი ქალიშვილი სალომე ცოლად ჰყავდა იულონ ბატონიშვილს.

ლიტ.: კ ა რ ბ ე ლ ა შ ვ ი ლ ი  პ., ამილახვართა საგვარეულოს ისტორიული გუჯრები კრ.: ძველი საქართველო, ტ. 2, ტფ., 1913.

ლ. ტუხაშვილი