„ამირანი“

„ამირანი“, ქართველ ტანმოვარჯიშეთა სპორტული საზოგადოება (1917–18).

ჩამოყალიბდა „საქართველოს მხედართა კავშირთან“ გ. ბერელაშვილისა და დ. ჯავრიშვილის თაოსნობით. მომსახურებას უწევდა სამხ. პირებს; მეცადინეობა „სოკოლის“ სისტემით (ჩეხების ტანვარჯიშული სისტემა) მიმდინარეობდა. 8 თვის არსებობის განმავლობაში მხოლოდ 80-მდე წევრის შემოკრება შეძლო და ერთი საჩვენებელი გამოსვლა მოაწყო ქართ. კლუბში.

1918 „შევარდენს“ შეუერთდა.

გ. მერკვილაძე.