ამირაჯიბი მიხეილ ქაიხოსროს ძე (2. IX. 1833, სოფ. ავლევი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი, – 25. XI. 1903, თბილისი), რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი (1899).
სამხ. სამსახური დაიწყო თბილ. გრენადერთა პოლკში რიგით ჯარისკაცად (1851). ყირიმის ომის (1853–56) დროს კავკ. ფრონტზე ოსმალეთის წინააღმდეგ იბრძოდა ბაიანდურთან, ბაშკადიკლართან და ყარსთან. 1877–80 ა. იყო ელიზავეტპოლის (ახლანდ. განჯა) 156-ე პოლკის მეთაური. თავი გამოიჩინა რუს.-ოსმ. (1877–78) ომის, კერძოდ, დევე-ბოინუსთან ბრძოლის დროს. 1877 გენ.-მ. წოდება მიიღო. 1893–99 იყო 39-ე ქვეითი დივიზიის უფროსი, 1899-იდან – გენ.-ლ., 1899–1903 – კავკ. I საარმიო კორპუსის მეთაური.
ა. დაჯილდოებულია მრავალი საბრძოლო ორდენითა და მედლებით.
რ. მაგრაქველიძე