ამირეჯიბი ბარბარე მიხეილის ასული (24. VIII. 1872, თბილისი, – 3. IV. 1939, იქვე), პიანისტი, პედაგოგი, პირველი კომპოზიტორი ქალი, მუს. მოღვაწე. ქართვ. მუსიკოსთა პირველი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი. 1888-93 სწავლობდა თბილისის მუს. სასწავლებელში (ი. მატკოვსკის, მ. იპოლიტოვ-ივანოვის კლასი); 1893-96 მოსკოვის სახელმწ. კონსერვატორიაში (მ. საფონოვის კლასი). ქართ. ფილარმონიული საზ-ბის დაარსებიდანვე (1905) მისი გამგეობის წევრი და ხაზინდარი იყო. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა ფილარმონიული საზ-ბის სამუსიკო სკოლაში (1908-იდან), თბილ. II კონსერვატორიასა (1921-იდან) და I სამუსიკო სასწავლებელში (1925-იდან).
ა. იყო საქველმოქმედო საღამო-კონცერტების ინიციატორი და როგორც პიანისტი გამოდიოდა საკონცერტო პროგრამებით.
დაწერილი აქვს საფორტეპიანო ნაწარმოებები, ვოკალური ციკლები, რომანსები, სიმღერები.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტ.: ქართველი კომპოზიტორი ქალები, https://georgianwomencomposers.ge/ge/composers/?.