ამირეჯიბი ქუცნა, ქართლის დიდი ფეოდალი XIV–XV სს. მიჯნაზე, ამირეჯიბთა საგვარეულოს ფუძემდებელი.
აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის ეკონ. პოლიტ. ცხოვრებაში. რამდენჯერმე იყო წარგზავნილი საქართვ. მეფის ელჩად კონსტანტინოპოლს. თემურლენგის ლაშქრობათა შემდეგ აღდგენითი სამუშაოები წამოიწყო. კერძოდ, განაახლა ულუმბისა და ნაბახტევის ეკლესიები (სოფ. ალის მახლობლად, ახლანდ. ხაშურის მუნიციპ.). ა. გამოხატულია ნაბახტევის ეკლესიის კედელზე თავის მეუღლე რუსა ამირეჯიბთან ერთად. ა-ის ასული ნათია ცოლად ჰყავდა საქართველოს მეფეს კონსტანტინე I-ს.
წყარო: ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897.
ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3 – 4, თბ., 1966–67 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1982).
დ. მეგრელაძე