ამისოსი

ამისოსი (Amisos), ძველი ქალაქი შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, თანამედროვე სამსუნის (თურქეთი) მახლობლად.

ძვ. წ. VI ს. დასაწყისში დააარსეს იონიელმა ბერძნებმა. არქეოლოგიურად შეუსწავლელია. შემთხვევით და არქეოლ. დაზვერვებით მოპოვებული მასალა ინახება სტამბოლისა და დას. ევრ. მუზეუმებში. მითრიდატე VI ევპატორის დროს ა. პონტოს სამეფოს ერთ-ერთი მთავარი ქალაქი იყო და ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან. დას. საქართველოში (ვანში) ხშირად პოულობენ ა-ში მოჭრილ მონეტებს. VIII ს-ში ბიზანტიელებმა ა-ის რ-ნს ქალდიის თემი უწოდეს, რადგან იქ ხალდები (ქალდები) ანუ ხალიბები სახლობდნენ. ეს ტერიტ. სხვა მეზობელ რ-ნებთან ერთად XIII ს. დამდეგს ტრაპიზონის იმპერიაში შევიდა. თურქ. ადმ. დანაწილების მიხედვით, ყოფილი ტრაპიზონის იმპერიის დას. რ-ნს ეწოდა ჭანიკე (იქ მოსახლე ჭანების გამო).

შემდეგში ამ ტერიტორიას თურქებმა სამსუნი უწოდეს.

ლიტ.: გ ო ზ ა ლ ი შ ვ ი ლ ი  გ., მითრიდატე პონტოელი, თბ., 1965; ყაუხჩიშვილი თ., სტრაბონის გეოგრაფია. ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1957.

გ. გოზალიშვილი