ამისულაშვილი შალვა ზაქარიას ძე (14. IV. 1915, თელავი, – 28. V. 1981, თბილისი), პოეტი.
დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი (1940). მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. მუშაობდა გაზეთების რედაქციებში (1946–75), საქართვ. რადიოსა და ტელევიზიის სახელმწ. კომიტეტში, წიგნის პალატაში, გამომცემლობებში.
ლიტ. ასპარეზზე 1938 გამოვიდა. პირველი კრებ. „ლექსები“ 1940 გამოაქვეყნა. ცალკე წიგნებად გამოვიდა მისი ლექსების, ბალადებისა და პოემების კრებულები: „ლექსები“ (1956, 1967, 1975, 1976, 1985), „თალარი“ (1947), „ყამირის ყვავილები“ (1950), „დარიალიდან ყარაყუმამდე“ (1952), „ბალადა სიყვარულისა“ (1953), „ძმადნაფიცები“ (1955), „ლექსები, პოემები“ (1956), „გამარჯვების სალუტები“ (1957), „ქართული მიწა“ (1958), „ლაშქარა ყვავილები“ (1959), „აშვებული აფრები“ (1960), „ცის გახსნა“ (1962), „პოემები“ (1962), „ტაშირი“ (1963), „წყურვილი“ (1964), „ბალადები“ (1966), „რჩეული“ (1968), „საუბარი გაზაფხულთან“ (1970), „ლექსები სამშობლოზე“ (1971), „გონგორა“ (1976), „ჭიდილი სიტყვასთან“ (1979). ა-ს ეკუთვნის მოთხორბების კრებულები „შავი მუშამბა“ (1970), „ფერთა დღეობა“ (1971). „ბურბურა ბალახი“ (1973), „მოთხრობები“ (1976), აგრეთვე ლიტ. წერილების კრებული „შაირი, ბურთი და მოედანი“ (1974). რუსულად გამოცემულია ა-ის ლექსთა რამდენიმე კრებული.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
რ. კვერენჩხილაძე