ამლევი, სოფელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ორბეთის თემში (ქვემო ქართლის რეგიონი), თრიალეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ალგეთის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 1090 მ, თეთრი წყაროდან 30 კმ. 2014 აღწერით მოსახლ. რაოდენობა არ აღემატება 10 კაცს.
სოფლის მახლობლადაა ამლივის ხუროთმოძღვრული კომპლექსი.