„ამომავალი მზე“, სამეცნიერო-ლიტერატურული ჟურნალი, ქართვ. სტუდენტთა ორგანო. გამოვიდა ერთადერთი 16-გვერდიანი ნომერი 1909 თბილისში (რედ.-გამომცემელი ბ. ტყემალაძე). დაბეჭდილია სტატიები, რეცენზიები, ინფორმაციები და მხატვრული ნაწარმოებები, პეტერბ. უნ-ტის ქართვ. სტუდენტთა წრის საზაფხულო მუშაობის გეგმა და სხვ.
ი. ლორთქიფანიძე