ამონა

ამონა, X ს. I ნახ. ხუროთმოძღვარი, ხანძთის ტაძრის (იხ. ფორთის ტაძარი) აღმშენებელი.

მოღვაწეობდა აშოტ კუხის დროს. მოხსენიებულია გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. ა. მხატვრული ნიჭით დაჯილდოებული და თავისი დროისათვის მოწინავე ხუროთმოძღვარი ყოფილა.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.