ამონაშვილი შალვა ალექსანდრეს ძე (დ. 8. III. 1931, თბილისი), პედაგოგი, ფსიქოლოგი. რუსეთის განათლების აკად. აკადემიკოსი (1989; ამავე აკად. წ.-კორ. 1985). ფსიქოლ. მეცნ. დოქტორი (1973), პროფესორი (1980).
დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1955). დაამთავრა ი. გოგებაშვილის სახ. პედ. მეცნ. ინ-ტის ასპირანტურა (1958), 1960-იდან ამავე ინ-ტში მუშაობდა ლაბორანტად, უმცროს მეცნ. თანამშრომლად, სწავლულ მდივნად, ლაბორ. გამგედ, დირექტორის მოადგილედ სამეცნ. ნაწილში, დირექტორად.
1987–90 მუშაობდა ექსპერ. სამეცნ.-საწარმოო პედ. გაერთიანების გენ. დირექტორად. 1964 პროფ. ბ. ხაჭაპურიძესთან და დოც. გ. ფოფხაძესთან ერთად ჩამოაყალიბა ექსპერ. დიდაქტიკის ლაბორატორია, რ-ის გამგეა დღემდე. ხელმძღვანელობდა მასობრივ ექსპერიმენტებს დაწყ. განათლების პრობლემებზე საქართვ. რამდენიმე რ-ნში.
1992 იანვრიდან პედაგოგთა საერთაშ. ასოციაციის პრეზიდენტია. ყოფ. სსრკ რესპუბლიკებში ა. აღიარებული იყო როგორც ერთ-ერთი პედაგოგ-ნოვატორი. ა-ის გამოკვლევები ეძღვნება „თანამშრომლობის პედაგოგიკას“ (მისი ტერმინია), დაწყებითი განათლების ახ. სისტემას, პიროვნულ-ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლებს.
სსრკ სახ. დეპუტატი, სსრკ უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს წევრი (1989–91).
თხზ.: ადამიანი ადამიანის შემოქმედი, თბ., 1987; Созидая человека, М., 1982; Воспитательная и образовательная функция оценки учения школьников, М., 1984; Педагогическая симфония. В 3-х томах, Екатеринбург, 1993; Размышления о гуманной педагогике, М., 1996; Школа жизни. Трактат о начальном образовании, М., 1996.
ა. მაჭარაშვილი