ამონიტები (Amoonoidca), ამომწყდარი თავფეხიანი მოლუსკების ქვეკლასი (ან ზერიგი).
ცხოვრობდნენ დევონურიდან ცარცული პერიოდის ბოლომდე. გავრცელებული იყვნენ ყველა ზღვასა და ოკეანეში. ჩვეულებრივ ერთ სიბრტყეში დახვეული ნიჟარის ზედაპირი ზოგჯერ გლუვი იყო, ზოგჯერ კი ზრდის ხაზებით, წიბოებით, სარტყლებით, კოპებითა და ღარებით შემკული. ცარცული პერიოდის ზოგიერთი ა-ის ნიჟარა უჩვეულო ფორმისა იყო (მაგ., ა. ჯანელიძის მიერ დადგენილი კოლხიდიტესი). ცნობილია ა-ის 1500-ზე მეტი სახეობა.
ა. მტაცებლები იყვნენ. საუკეთესო „სახელმძღვანელო ნამარხებად“ ითვლებიან. ბევრია საქართვ. იურული და ცარცული სისტემის ნალექებში.
კ. მჭედლიძე