ამპირი

ამპირი (ფრანგ. empire-იმპერია), კლასიციზმის ნაირსახეობა.

განვითარდა საფრანგეთში, ნაპოლეონ I-ის ზეობაში (1804–15). ა-ს დასაბამი მისცა საფრ. რევოლუციის ხანის მკაცრმა არქიტექტურამ, რ-ისგანაც მან შეინარჩუნა ბერძნ.-რომაული ხელოვნ. ფორმები. XIX ს-ის 30-იან წლებამდე გაბატონებული იყო ხუროთმოძღვრებაში, გამოყენებით ხელოვნებასა და ინტერიერის მორთულობაში. ა. გამოირჩევა სამკაულების სიუხვით, რ-საც არა მარტო ძვ. ბერძნ. და რომაული ხელოვნებისაგან სესხულობდა, არამედ ძვ. ეგვიპტურისგანაც. იგი გავრცელდა გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, რუსეთში. ა-ის სტილითაა აგებული სანქტ-პეტერბურგის დიდი ანსამბლები (მაგ., როსის ქუჩა, საადმირალო და სხვ.), მრავალი ნაგებობა მოსკოვსა და სხვა ქ-ებში.

საქართველოში ა-ის სტილით შენდებოდა XIX ს-ის 20–50-იანი წლების ადმ. შენობები. იგი საფუძვლად დაედო საცხოვრ. სახლების ადგილ. ტიპებს თბილისში, თელავში, სიღნაღში და სხვ.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება (1801–1917), [ტ.] 1, თბ., 1960.

დ. თუმანიშვილი