ამრანი

ამრანი, ოსური ხალხური თხზულებების – დარეჯანიანთა ეპოსის მთავარი გმირი, ამირანის ორეული.

როგორც პერსონაჟის სახელი, ასევე თქმულებების ძირითადი მოტივები (მიჯაჭვა, ბრძოლა ბოროტ ძალებთან და სხვ.) ადასტურებენ ქართ. „ამირანიანის“ გავლენას. მკვლევართა აზრით (ვ. მილერი, ნ. მარი, ვ. აბაევი, ა. თიბილოვი, მ. ჩიქოვანი), დარეჯანიანთა ეპოსის სიუჟეტები საქართველოდან გავრცელდა ჩრდ. კავკასიაში, კერძოდ, ოსეთში. ა-ის შესახებ არსებულმა თქმულებებმა შეითვისა ნართული ეპოსის რამდენიმე ეპიზოდი.

ა., ქართ. ამირანის მსგავსად, თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

ტექსტი: Амран (Осетинский эпос), под ред. Н. Я. Марра, М.-Л., 1932.

ლიტ.: ჩ ი ქ ო ვ ა ნ ი  მ., ამირანის სიუჟეტი კავკასიის ხალხთა ფოლკლორში,  წგ.: ქართული ეპოსი, წგ. 2, თბ., 1965; А б а е в  В., Проблема народного эпоса, კრ.: Нарты. Эпос осетинского народа, М., 1957.

ჯ. ბარდაველიძე