ამტყელი, მდინარე გულრიფშის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ). სიგრძე 39 კმ, აუზის ფართ. 398 კმ².
სათავე აქვს ჩხალთის ქედის დას. ნაწილში, ამტყელის უღელტეხილთან. ზემოთში მიედინება ტროგულ, შემდეგ – ღრმა და ვიწრო ხეობაში. ერთვის ამტყელის ტბას, საიდანაც მიწისქვეშა გზით გაედინება. მიწისქვეშა ა. (სიგრძე 10 კმ-მდე) მდ. კოდორის მახლობლად ისევ გამოდის მიწის ზედაპირზე, მარცხნიდან იერთებს მდ. ჯამპალს და იქვე მარჯვნიდან ერთვის კოდორს. ა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულის დამდეგს, წყალმცირობა - ზამთარში.
ი. აფხაზავა