ამტყელის ქედი

ამტყელის ქედი, განედური ქედი გულრიფშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მდ-ების არვაშის (ჯამპალის მარცხ. შენაკადი) და უჩქურიის (კოდორის მარჯვ. შენაკადი) წყალგამყოფი.

უმაღლესი წერტილია მთა ამტყელი (2336 მ). აგებულია მესამეული კირქვებითა და მერგელებით. კალთები ციცაბოა, ზოგან – ქარაფოვანი. შემოსილია ტყით. თხემზე სუბალპ. მდელოებია.

დ. უკლება