ამუდის, ანუ სვეტის მონასტერი იერუსალიმში, XII ს-ის იერუსალიმური ხელნაწერის, „მარხუანის“ ანდერძის მიხედვით, ქართველებისა ყოფილა.
სავარაუდოა, იგი ჯვაროსნების იერუსალიმში ბატონობის დროს ფრანცისკელებს ეკუთვნოდათ. მათი განდევნის შემდეგ ეგვიპტის სულთანმა ეს მონასტერი ქართველებს გადასცა. მაგრამ ამ მოსაზრებას საეჭვოს ხდის სულთან ინალის სიგელი, რ-შიც სვეტის მონასტერი ნახსენები არ არის. სხვა წყაროებით ის 1453 მამლუქი სულთნის ალ-აშფარ საიფ ად-დინ ინალის ფირმანით ფრანცისკელებს ჩამოერთვათ და ქართველებს გადაეცათ. ამის შემდეგ მონასტრის გამო გამუდმებული დავა და ჩივილი იყო. ფრანცისკელებმა სულთან სელიმ II-ს 1558 და 1559 მიმართეს საჩივრით, რ-შიც აღნიშნავდნენ სულთან ინალის უკანონო გადაწყვეტილებას და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვდნენ. 1561 სელიმ II-ს ბრძანებით, რასაც საფუძვლად დაედო ფისკალური ინტერესი, მონასტერი ფრანცისკელებს დაუბრუნდათ. მათ მონასტერს სახელი შეუცვალეს და ამ დროიდან ის მხსნელის (სალვატორე) სახელითაა ცნობილი.
ლიტ.: ა ბ უ ლ ა ძ ე ც., სულეიმან კანუნის პუქმები იერუსალიმის ერთი ქართული მონასტრის ფრანცისკანელებისთვის გადაცემის შესახებ „მაცნე“. ისტორიის სერია, 1986,№2; მ ა მ ი ს თ ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ე., ქართველები და ბიბლიური სამყარო, გორი, 1998; Ц а г а р е л и А., Памятники грузинской старины в св. Земле и на Синае, ППС, IV, 1888, с. 168-169.
ე. მამისთვალიშვილი