ანაბასისი

„ანაბასისი“ (ბერძნ. Anabasis – აღმასვლა; ამ შემთხვევაში, სვლა ქვეყნის შიდა მხარეებისაკენ), ცნობილია ამ სახელწოდების 2 თხზულება, რ-ებშიც სამხ. ლაშქრობებია აღწერილი:

1. „კიროსის ანაბასისი“ – ქსენოფონტ ათენელისა, დაწერილი შვიდ წიგნად ძვ. წ. IV ს. I ნახ-ში. ამ თხზულებაში აღწერილია სპარს. უფლისწულ კიროსის ლაშქრობა თავისი ძმის, სპარს. მეფის არტაქსერქსე II-ის წინააღმდეგ და ბაბილონის მიდამოებიდან კიროსის 10 ათ. დაქირავებული ბერძენი მეომრის უკან დახევა შავი ზღვის სანაპიროებისაკენ. ეს გზა ქართვ. ტომებით დასახლებულ მიწა-წყალზეც გადიოდა. ამიტომ „ა-ში” დასახელებულია ზოგი ისეთი ქართვ. ტომი, მის მიწა-წყალზე არსებული ქალაქი თუ სხვა გეოგრ. ერთეული, რ-საც სხვა საისტორიო წყარო არ იცნობს. „ა.“ საქართვ. ისტ. ერთი უძველესი და სრულად დაცული წყაროა, რ-შიც აისახა თითქმის ყველა ასპექტი ქართვ. ტომების ყოფა-ცხოვრებისა ძვ. წ. V ს. დასასრულს.

2. არიანე ფლავიუსის (II ს.) „ალექსანდრეს ანაბასისი“, რ-იც იწყება ალექსანდრე მაკედონელის აზიაში ლაშქრობით და მთავრდება მისი გარდაცვალებით.

ლიტ.: მ ი ქ ე ლ ა ძ ე  თ., ქსენოფონტის „ანაბასისი“ (ცნობები ქართველი ტომების შესახებ), თბ., 1967.

თ. მიქელაძე