ანანაური

ანანაური, კლდეში ნაკვეთი ხუროთმოძღვრული კომპლექსი, კლდის სოფელი.

მდებარეობს ვარძიის უკიდურეს დას. ნაწილში. ა-ს დიდი ტერიტ. უჭირავს. გამოქვაბული კომპლექსის გარდა მასში შედის ბაღებისა და ვენახებისათვის მოწყობილი ტერასები, საერო დანიშნულების კლდეში ნაკვეთი საცხოვრ. სახლები, რ-თაგან აღსანიშნავია ორსართულიანი სახლი თავისი ბოსლით, კლდის ლოდში გამოკვეთილი საწნახლითა და წყალსაცავით. სულ ზემო ტერასაზეა ა-ის კლდეში გამოკვეთილი X–XII სს. ეკლესია, რ-საც წინ ეგვტერი აქვს. ეკლესიაც და ეგვტერიც მოხატულია. მოხატულობა სხვადასხვა ეტაპისთვის დამახასიათებელ სტილისტიკურ ნიშნებს ატარებს. ტაძრის მოხატულობა პალეოლოგოსთა ხანას მიეკუთვნება და XV ს-შია შესრულებული. ეგვტერის მოხატულობა XII–XIII სს. მიჯნით თარიღდება.

ძეგლის გაწმენდის შემდეგ ეკლესიაში აღმოჩნდა უფრო ძვ. მოხატულობის კვალი, რ-იც, შესაძლებელია, ეგვტერის მოხატულობის თანადროული ან უფრო ადრინდელიც იყოს. სახელწ. „ა.“ ახლა მხოლოდ ეკლესიას შერჩა.

ლიტ.: კ ლ დ ი ა შ ვ ი ლ ი  ა., ვარძიის ანანურის ეკლესიისა და მიმდებარე დასავლეთის სათავსის მოხატულობათა შედარება, «ძეგლის მეგობარი», 1986, № 3; Г а п р и н д а ш в и л и  Г. М., Вардзиа, Л., 1975.