ანანიაშვილი ბორის ანატოლის ძე (დ. 10. XI. 1927, ქ. ეისკი, კრასნოდარის მხარე), კონტრ-ადმირალი (1978).
დაამთავრა კასპიის სამხ.-საზღვ. სასწავლებელი (1948), ფლოტის მეთაურთა სპეც. კურსები (1955), სამხ.-საზღვ. აკადემია (1965). მუშაობდა ბალტიის ფლოტის წყალქვეშა ნავის მეთაურის უფროს თანაშემწედ (1950–54), წყნარი ოკეანის წყალქვეშა ნავის მეთაურად (1955–57).
იყო ჩრდილოეთის ფლოტის ატომური წყალქვეშა გემის მეთაური, შენაერთი შტაბის, სამხ.-საზღვ. ბაზის სამმართველოს უფროსი. 1985-იდან თადარიგში გავიდა.
ა. დაჯილდოებულია წითელი ვარსკვლავის ორდენით, „სსრკ შეიარაღებულ ძალებში სამშობლოს სამსახურისათვის“ III ხარისხის ორდენითა და მედლებით.
ლ. დოლიძე